მსოფლიოს ამბები – ირანში ომის გავლენა რუსეთზე I 13.03.2026
ირანში ომი უკვე ორი კვირაა გრძელდება. აშშ-ი და ისრაელი აგრძელებენ ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიშებს, საპახუხოდ კი თეირანი მეზობელ არაბულ ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ბაზებს და სხვა ინფრასტრუქტურას ესხმის თავს.
სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება უკვე აისახა ნავთობის ფასზე. შავი ოქროს გაძვირების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა დროებით მოხსნა სანქციები რუსული ნავთობის ნაწილის შესყიდვაზე.
გავრცელებული ცნობით, ირანში მიმდინარე ომის პერიოდში რუსეთი მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იღებს, თუმცა ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ თეირანის დასუსტება დიდი დარტყმა იქნება მოსკოვისთვის.
ამ თემაზე ვსაუბრობთ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის Chatham House-ის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის მიმართულების დირექტორთან, გრეგუარ როსთან (Grégoire Roos).
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

