მსოფლიოს ამბები – ირანის „ჩუმი რევოლუცია“ I 26.06.2026
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებიდან ერთი კვირის შემდეგ ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ ხომალდს, რომელიც ომანის პორტთან იმყოფებოდა, 25 ივნისს ცეცხლი გაუხსნეს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ სრუტეში ხომალდების გადაადგილება ირანთან კოორდინირებული უნდა იყოს.
თავის მხრივ, აშშ-ში ამბობენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა თავისუფალი უნდა იყოს და არ ექვემდებარებოდეს გადასახადებს. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც თეირანიდან და ვაშინგტონიდან განსხვავებული პოზიციები ისმის.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა შეიძლება შეიცვალოს ირანში ომის დასრულების მიზნით გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ – ამ საკითხებზე ვესაუბრებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს გიორგი სანიკიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

