მსოფლიოს ამბები - ევროკავშირის საგანგებო სამიტის შედეგები I 07.03.2025
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე სამხედრო ხარჯების მკვეთრ გაზრდაზე შეთანხდნენ. ამ მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება შემსუბუქდეს წესი, რომელიც ზღუდავს საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის მოცულობას.
ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ციფრებში არ იყოს გათვალისწინებული სამხედრო სფეროში განხორციელებული ინვესტიციები. ამ გზით ბრიუსელი 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ვარაუდობს. ამავე სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შეძლეს უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება. ამ დოკუმენტს მხარი ევროკავშირის 26 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო უნგრეთი.
ევროკავშირის ლიდერების საგნგებო სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროს მკვლევარ, გიორგი კობერიძესთან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
