სირიაში რელიგიურ უმცირესობა დრუზებსა და ბედუინთა ტომებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გასულ კვირას მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
კონფლიქტის დროს დაიღუპა 1 000-ზე მეტი ადამიანი.
სირიის მთავრობის მიერ დრუზებით დასახლებულ რეგიონში უსაფრთხოების ძალების გაგზავნას ისრაელისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომელმაც სირიის მთავრობის ძალების პოზიციებზე და დამასკოში მდებარე სამთავრობო უწყებებზეც მიიტანა ავიაიერიშები.
რას უკავშირდება კონფლიქტი – ამ თემაზე ვესაუბრებით საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსს, შოთა თხელიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
