იანვარში, როდესაც აშშ-მა განაცხადა, რომ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს, ჩინეთში ჩავიდნენ დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრები, ასევე ფინეთის პრეზიდენტი.
კირ სტარმერთან შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო წესრიგი დიდი ზეწოლის ქვეშაა და მოუწოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს, გასწიოს ძალისხმევა თანასწორი და მოწესრიგებული მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობისთვის.
ეს გზავნილი ჩინეთისგან სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ის უფრო მკაფიოდ ისმის აშშ-ის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების დატოვების ფონზე.
ევროპაში ჩატერებული ბოლო გამოკითხვებით, ევროკავშირის მოქალაქეები ელოდებიან, რომ მომდევნო ათ წელიწადში ჩინეთის გლობალური გავლენა მზარდი იქნება.
რა როლი შეიძლება, ჰქონდეს ჩინეთს ახალ გლობალურ წესრიგში, ამ საკითხზე ვესაუბრეთ სინოლოგს, პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტს, შალვა ჩიხლაძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
