მსოფლიოს ამბები - აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა I 11.07.2025
10 ივლისს აბუ დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციას და ისეთ საკითხებს, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია და ე.წ. ზანგეზურის დერეფანი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივი მოლაპარაკებების ჩატარებას ახალი ბიძგი მისცა ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესებამ. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მხარს უჭერს აშშ-ი და თურქეთი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება ე.წ. ზანგეზურის დერეფანს, რომლის გახსნასაც ანკარა ლობირებს. მედია ასევე ავრცელებს ცნობებს, რომ შესაძლოა, ამ დერეფანში ტვირთების გატარება ამერიკულმა კომპანიამ უზრუნველყოს.
ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ბაქოში, „კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის“ დირექტორს, აჰმედ ალილის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
