მსოფლიოს ამბები - აშშ-უკრაინის შეთანხმება და რეორგანიზაცია სახელმწიფო დეპარტამენტში I 02.05.2025
უკრაინამ და რუსეთმა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რასაც თეთრ სახლში ისტორიული მოვლენა უწოდეს. თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში აშშ 350 მილიარდ დოლარზე მეტს დაიბრუნებს. სწორედ ამ თანხად აფასებს ტრამპი ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის ომის პერიოდში გაწეულ დახმარებას. შეთანხმებით, როგორც ჩანს, კმაყოფილი არიან უკრაინაშიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას სამართლიანი უწოდა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონსა და კიევს შორის შეთანხმება ხანგრძლივი დავის საგანი იყო. სწორედ ამ დოკუმენტის გასაფორმებლად ვაშინგტონში ჩასულ ზელენსკისა და ტრამპს შორის მოხდა დაპირისპირება ოვალურ კაბინეტში.
რაზე შეთანხმდნენ უკრაინა და ვაშინგტონი, ამას ახლა განვიხილავთ ჩემს კოლეგასთან, „მოამბის“ ჟურნალისტ ქეთევან ჩოხელთან.
ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასშტაბურ რეფორმირებას იწყებს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რესტრუქტურიზაციის შედეგად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბევრი პროგრამა დაიხურება, ხოლო თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი გათავისუფლდება.
რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტს ბიუროკრატიული და რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიის ერთგული უწოდა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ის საქმიანობა, რომელიც ამერიკის ძირითად ინტერესებს არ შეესაბამება, შეწყდება.
ვრცელ პუბლიკაციაში რუბიომ განაცხადა, რომ რეფორმა შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განყოფილებას, რომელიც უცხო ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგს აწარმოებს. ასევე განყოფილებას, რომელიც სამხედრო დანაშაულებსა და გენოციდის საკითხებზე მუშაობს. რუბიომ ამ განყოფილებებს უწოდა მემარცხენე აქტივისტების პლატფორმა, რომელიც კონსერვატორი ლიდერების წინააღმდეგ შურისძიებისთვის გამოიყენება.
ამერიკული მედიის ცნობით, საერთო ჯამში, სახელმწიფო დეპარტამენტში დაგეგმილია თანამდებობების 18%-ით, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობის 15%-ით შემცირება.
ამ რეფორმის შესახებ, ასევე უკრაინისა და საქართველოს თემაზე ვესაუბრეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, ამერიკელ დიპლომატ დენიელ ფრიდს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
