მსოფლიოს ამბები – აშშ-ში რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების შესაძლბელობაზე მსჯელობენ I 09.10.2026
უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, სულ უფრო მწვავდება დისკუსია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და რა ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის კიევს.
უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ომის დასრულების მიზნით რთულ კომპრომისებზეც უნდა წავიდნენ, სხვები კი აცხადებენ, რომ მოსკოვთან დათმობებზე წასვლა ომის რეალურ დასრულებას ვერ უზრუნველყოფს და შესაძლოა, რუსეთს ახალი აგრესიისთვის ნიადაგი მოუმზადოს.
ამავე დროს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები გრძელდება, ფრონტზე ვითარება რთულია, ხოლო ვაშინგტონის მცდელობებს, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
რამდენად რეალურია დღეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა? ამ საკითხზე ვისაუბრეთ ჩვენს სტუმართან, „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ მკვლევარ გიორგი კობერიძესთან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

