აშშ-ის პრეზიდენტმა ორ რუსულ უმსხვილეს ნავთობკომპანია „რონსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. ამასთან, ტრამპმა გააუქმა რუსეთის პრეზიდენტთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა.
როგორც თეთრ სახლში განმარტეს, ტრამპს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს. ამ ფონზე ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებთ თუ განხორციელდება დარტყმები, მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, რომლებიც გამაოგენებლი იქნება.
ამ საკითხებზე ვესაუბრეთ რუს დიპლომატს, ბორის ბონდარევს, რომელიც ჟენევაში გაერო-ს ოფისში რუსეთის ფედერაციის მისიაში მრჩეველი გახლდათ. მან 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური.
აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ასევე ვესაუბრეთ „ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ (ECFR) უფროს ანალიტიკოსს, შიმონ კარდაშს და „ევროპული პოლიტიკის ანალიზისის“ (CEPA) ცენტრის მკვლევარს, უკრაინელ ჟურნალისტ ოლჰა ტოკარიუკს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
