მსოფლიოს ამბები - აშშ-ი კიევს „ტომაჰავკებს“ ჰპირდება, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებს ცვლის I 10.10.2025
ნატო-ში აცხადებენ, რომ რუსეთი ალიანსის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ამის მიზეზი გახდა ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევების გახშირებული შემთხვევები, რამაც ევროპაში დაძაბულობის ზრდა მოჰყვა. დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად ახდენს მობილიზაციას შესაძლო ომისთვის, რაც რუსეთის სამხედრო პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს. საპასუხოდ, ნატო-ში უკვე დაიწყეს მსჯელობა ე.წ. დრონების კედლის მოწყობაზე, რომელმაც უნდა დაიცვას ალიანსი რუსული დრონების შეჭრისგან. ამ პროცესში ნატო თანამშრომლობს კიევთან, უკრაინა კი განაგრძობს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს, რის გამოც რუსეთში და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში ნავთობის ობიექტების მუშაობა შეჩერებულია და შექმნილია საწვავის დეფიციტი.
აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები გადაცემა განიხილოს. ამ საკითხებზე ვესაუბრებით სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ უფროსს, ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ მკვლევარს, ვახტანგ კაპანაძეს.
ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმა დაამტკიცა. შედეგად, ევროკავშირს შეეძლება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს. 17 ნოემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა სავარაუდოდ დეკემბრის თვიდან მოხდება. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის რეფორმის შესახებ ევროპარლამენტში ამ საკითხზე მომხსენებელს სლოვენიელ ევროდეპუტატს, მატიაშ ნემეცს ვესაუბრეთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
