ნიდერლანდებში სულ რამდენიმე დღის წინ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და არაპროგნოზირებადი არჩევნები გაიმართა. ეს გახლდათ ოპტიმიზმისა და პოპულიზმის დაპირისპირების პოლიტიკური დრამა. ცენტრალური ფიგურა გახლავთ 38 წლის ლიბერალი ლიდერი რობ იეტენი, რომელმაც ყველა გააოცა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მისმა პარტიამ ახალ პარლამენტში იმდენივე მანდატი მიიღო, რამდენიც ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსის პოლიტიკურმა ჯგუფმა. საბოლოო შედეგები 7 ნოემბერს უნდა დამტკიცდეს, მანამდე კი შემდეგ კვირაში შეიკრიბებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლების სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე დაიწყებენ მუშაობას.
რას ამბობს ნიდერლანდებში ჩატარებული არჩევნები ევროპაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ამაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ნიდერლანდების უძველესი ქალაქის, ნეიმეგენის რედბოდის უნივერისტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, წარმოშობით ბელგიელი კრისტოფ იაკობსი, რომელიც დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პოპულისტური პარტიების აღზევების საკითხებს იკვლევს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
