მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.
პარტია „მოქმედება და სოლიდარობამ“ მიიღო საკმარისი რაოდენობის ხმები, რათა დამოუკიდებლად შეძლოს მთავრობის ფორმირება. მეორე ადგილზე გავიდა პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ოგორ დოდონი უდგას სათავეში.
არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოველების ხმები, რომელთა არჩევანმაც მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში უკიდურესად საჭირო მანდატები მოუტანა.
მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ვესაუბრეთ მოლდოვის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ანატოლ შალარუს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
