გერმანიის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, მემარცხენე „სოციალ-დემოკრატებთან“ სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს მართავს.
მერცი აცხადებს, რომ მთავრობის ფორმირება 20 აპრილისთვის სურს. გერმანული მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია რთული მოლაპარაკებები.
გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ვესაუბრეთ „გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ (DGAP) აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორს შტეფან მაისტერს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
