მსოფლიოს ამბები - ანტისამთავრობო აქციები საფრანგეთში და რუსული დრონები პოლონეთში I 19.09.2025
საფრანგეთში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები და გაფიცვა გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამოდიან.
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გამართული დემოსნტრაციების დროს ასობით ადამიანი დააკავეს. მიტინგებზე ისმოდა საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც.
საპროტესტო აქციების მიზეზების შესახებ ვსაუბრობთ „მოამბის“ ჟურნალიტ გივი ბარამიძესთან ერთად.
პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ნატო-ს წევრ ქვეყანაში მასშტაბური სამხედრო წვრთნებს ატარებენ, რომელშიც 30 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
წვრთნები ორჟიშის საწვრთნელ მოედანზე ტარდება, რომელიც სტრატეგიული სუვალკის დერეფნიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. სუვალკის დერეფანი აკავშირებს პოლონეთს და ლიეტუვას და ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადის ანკლავს შორისაა მოქცეული.
პოლონური მედიის შეფასებით, ეს ტერიტორია, დიდი ხანია, ნატო-ს „აქილევსის ქუსლად“ მოიხსენიება. წვრთნები, რომლებიც ალიანსის უფრო ფართო მანევრების, „რკინის დამცველის“ ნაწილია, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ერთიანობის დემონსტრირებას ისახავს მიზნად.
პოლონეთში რუსული დრონების შეჭრაზე და ნატო-ს რეაგირებაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროს მკვლევარ, გიორგი კობერიძესთან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
