მოზარდ მაყურებელთა თეატრი-90
მოზარდ მაყურებელთა თეატრი-90

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  სპეციალური ჯილდო –  „ ხელოვნების ქურუმი“-  ღვაწლმოსილ „მოზარდელებს“ გადასცა.

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დააწესა სახელობითი პრიზები. ესენია: ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზი, გოგუცა კუპრაშვილის სახელობის პრიზი( მოზარდ მაყურებელთა თეატრის ტრავესტი მსახიობის გოგუცა კუპრაშვილის 110 წელთან დაკავშირებით), რევაზ თავართქილაძის სახელობის პრიზი, უშანგი ჩხეიძის სახელობის პრიზი. თეატრალურმა საზოგადოებამ ამაგდარის წოდება მიანიჭა  მოზარდ მაყურებელთა თეატრის რამდენიმე თანამშრომელს. შოთა რუსთაველის სახელობის საზოგადოებამ  უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემია გასცა.

გამოიცა  წიგნი -ალბომი „ მოზარდ მაყურებელთა თეატრი-90“

სტუმრები: დიმიტრი ღვთისიაშვილი – მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ნელი ჯავახიშვილი, მაია ხორნაული და ირაკლი გოგოლაძე – მსახიობები.