სტუმარი: გელა ვასაძე– საქართველო- კავკასიის სტრატეგული კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკური ანალიტიკოსი
უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები ბუნებრივია . ჩვენი წარსულის გათვალსიწინებით მმართველ გუნდში გამოვლენილი დაპირისპირების პროგნიზირება ძნელი არ იყო; შიდა დაპირისპირებები და შიდა ინტრიგა წარსულში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ყველა პარტიიის ერთიანი მახასიათებელია, – განაცხადა გელა ვასაძემ.
ქვეყანაში დემოკრატია მაშინ იკიდებს ფეხს, როცა საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 6 -7 ათას დოლარს შეადგენს, რაც საქართველოში 3 ათას დოლარს არ აღემატება.,
“ქართული ოცნება ძლიერი პოლიტიკური ძალაა , რომელიც ივანიშვილის განუსაზღვრელ ფინანსურ და საინფორმაციო რესურსზე დგას . თუმცა პარტია ასეთივე ერთიანი ნამდვილად არ არის; ქვეყანა არ ვითარდება , კვდება ; დღეს არსებული განვიათარების ტემპით , საქართველოს დაახლოებით 60 წელი დასჭირდება იმისათვის, რომ მოწინავე ქყვეყნების დღევანდელ დონეს გაუთანაბრდეს “. დღეს საქართველოში არ არსებობს რეალური ოპოზიცია. რადგან ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილის ფინანსებზეა დამოკიდებული, მმართველი ძალის ოპონენტად ვერ ჩაითვლება. მმართველ პარტიაში ღია მსჯელობა და იდეების საჯაროდ დაპირისპირება უნდა იყოს. „ ქართულ ოცნებაში“ შიდა ბრძოლები და პოლიტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება ქართული პოლიტიკის მახინჯი გამოვლინებაა, რაც კონკრეტულად ერთ ადამიანის მაამებლობაზეა გათვლილი,- განაცხადა გელა ვასაძემ .