მიხეილ გიჟიმყრელის გახსენება
მიხეილ გიჟიმყრელის გახსენება

მიხეილ გიჟიმყრელი თეატრალური და კინოხელოვნების ცოცხალი მატიანე იყო. მან საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს პირად არქივში დაცული არაერთი უნიკალური დოკუმენტი გადასცა. მათ შორის, 1939 წელს მოსკოვში დადგმული ოპერის -,,აბესალომ და ეთერი” პერსონაჟების პირველი ესკიზები, რომლებიც ცნობილ მხატვარს ვადიმ რინდინს ეკუთვნის. გადაცემაში გამოყენებულია მიხეილ გიჟიმყრელის აუდიომოგონებები. ჩანაწერი დაცულია ,,ხაზის რადიოს” არქივში.

სტუმრები: როდამ ჯანდიერი – მუსიკოსი, მევიოლინე, დინარა ჯანდიერი – კომპოზიტორი, არტემ კირაკოზოვი – მუსიკოსი, ლიტერატორი, გარი კალამკაროვი – პედაგოგი, მელექსე.