მიგრაციის მარშრუტები -  შეხვედრები სამშობლოში
მიგრაციის მარშრუტები - შეხვედრები სამშობლოში

ელიკო ლამიხ – წიკლაური – ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ფრაინბურგის მაქს-პლანკის საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის ტრანზიცულ ქვეყნებში სამართლებრივი სახელმწიფოებრიობისა და კრიმინალური პოლიტიკის რეფორმების შემსწავლელი განყოფილების ხელმძღვანელი, ადამიანის უფლების დაცვის საერთაშორისო ექსპერტი, ამავე უნივერსიტეტთან არსებული მაქს-პლანკის საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის ტრანსკავკასიური კრიმინოლოგიური კვლევების ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ფრაინბურგის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, მისი შვილი თეოდორი კი მერკელის პარტიის ახალგაზრდული კავშირის სამხრეთ გერმანიის კავშირს ხელმძღვანელობს. გერმანიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კანცლერ ანგელა მერკერის პარტიის საარჩევნო სახეს ქალაქ ფრაიბურგში, ქართველი დედა-შვილი, თეოდორი და ელიკო წიკლაური-ლამიხი წარმოადგენენ. გერმანელ ქალთა სათაო ორგანიზაციისა და ქალთა საერთაშორისო ალიანსის წევრი. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის „სამართალდამცავი ქალები საზღვრებს გარეშე“ დამფუძნებელიცაა. დიასპორული ორანიზაცია „მედეა“ და ქართულენოვანი რადიოს დამფუძნებელიცაა. დღეს ქალბატონი ელიკო ლამიხ-წიკლაური ჩვენი გადაცემის სტუმარია

გადაცემის სტუმარი – ელიკო ლამიხ-წიკლაური, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანიაში მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტის ტრანზიციული ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელი