მიგრაციის მარშრუტები - ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები" ნიუ ჯერსიდან
მიგრაციის მარშრუტები - ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები" ნიუ ჯერსიდან

2013 წელს აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, წმინდა გიორგი ხანძთელის ეკლესიასთან დაარსდა ბავშვთა ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერიელები“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ და გაზრდილ ქართველ მოზარდებს აერთიანებს; ამ ზაფხულს ეს ანსამბლი საქართველოს პირველად ეწვია და ქართველი მაყურებლის წინაშე თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში საგასტროლო პროგრამით წარსდგა. ანსამბლმა ასევე, მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „კავკასია 2018“.
გადაცემის სტუმარია ანსამბლ “იბერიელების” ხელმძღვანელი ბატონი გოჩა მაღლაკელიძე და ახალგაზრდები,რომელნიც სამშობლოში პირველად ჩამოვიდნენ; ნიუ ჯერსიდან ტელეფონით ისაუბრებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა