ძალიან კარგად ვიცი, რომ საზღვარგარეთ სწავლა ფინანსებთანაა დაკავშირებული და ვინც მუშაობს, ისე იღლება, რომ კარგად სწავლას ხშირად ვერ ახერხებს. თუმცა შეუძლებელი არაფერია, თეფშების მრეცხავადაც მიმუშავია, წიგნის მაღაზიაშიც და მტვირთავადაც… მთავარია, თვალთახედვის არედან არ დაკარგო მთავარი მიზანი, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს. შესაბამისად, საჭიროა მეტი სტიპენდია, არა მხოლოდ უცხოური ფონდების თუ ორგანიზაციების, არამედქართული ბიზნესის მხრიდანაც, თუკი არიან დაინტერესებულები სამომავლოდ კვალიფიციური კადრები ჰყავდეთ.
ეს არის ფრაგმენტი ერთი ქართველი სტუდენტის ინტერვიუდან ; როგორ ფიქრობენ სხვები, როგორია მათი დამოკიდებულება თანამედროვე აქტუალური პროცესებისადმი, გადაცემაში მოისმენთ
სტუდიაში – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები
სატელეფონო ჩართვა საბერძნეთიდან, გერმანიიდან