მიგრაციის მარშრუტები - მიგრაციის პროცესები და მასმედია
მიგრაციის მარშრუტები - მიგრაციის პროცესები და მასმედია

მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქების პრინციპები მნიშვნელოვანია როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე იმ ორგანიზაციებისთვის, რომელნიც ამ სფეროში მუშაობენ და, რაც მთავარია, მიგრაციის საკითხთა კვალიფიციური გადაცემა აუდიტორიისათვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხებს, უცხოეთში წასვლის მსურველებს კი სწორ მიმართულებას აძლევს;
დღეს გადაცემაში სწორედ ამ საკითხთა შესახებ ისაუბრებენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მასმედიის, საზოგადების წარმომადგენლები
სტუდიაში – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ თოქმაზიშვილი
გადაცემაში მონაწილეობენ – ჟურნალისტი, მედიამენეჯერი მარინა ვაშაყმაძე, პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე