მარიკა ბარათაშვილი – 110
1908 წლის 7 აპრილს ჭიათურაში დაიბადა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე მარიკა ბარათაშვილი.
გადაცემაში მოისმენთ ინტერვიუს 100 წლის მარიკა ბარათაშვილთან, რომელიც ეკა ტალახაძის ლიტერატურული რუბრიკის არქივში ინახება.
აქვე გაიგებთ ერთი უცნობი ლექსისა და კარგად ნაცნობი სიმღერის ამბავს.
სატელეფონო ჩართვა: ქეთი დოლიძე – რეჟისორი.