მანდატურის სამსახურის ახალი ფუნქციები
მანდატურის სამსახურის ახალი ფუნქციები

რას ითვალისწინებს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ მომზადებული კანონპროექტი .
სტუმარი: კონსტანტინე ანჯაფარიძე- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე.

აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად სკოლებში ბავშვებს მანდატურები მხოლოდ დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე შეამოწმებენ. პარლამენტში ინიცირებილული კანონპროექტი ყოველდღიურად უკლებლივ ყველა მოსწავლის შემოწმებას არ ითვალისწინებს , – განაცხადა გადაცემა „ ღია სტუდიის“ სტუმარმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ -კონსტანტინე ანჯაფარიძემ.

კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების დარღვევის შემთხვვევაში სკოლის მანდატურები სპეციალურად არიან გადამზადებულები და მათთვის იოლია ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ამოცნობა, – გვაქვს განვითარების გეგმა და ეტაპობრივად ვგეგმავთ იმ სკოლებში შესვლას, სადაც ჯერ არ არიან მანდატურები. თუმცა , ასევე ვახორციელოებთ პროექტს, რომელის ფარგლებშიც თავად სკოლის კადრები გადამზადდებიან და ისინი შეასრულებენ მანდატურის ფუქნქციას.