ლიტერატურული საუბრები - ბესიკ გაბაშვილი [გადაცემა I]
ლიტერატურული საუბრები - ბესიკ გაბაშვილი [გადაცემა I]

ბესიკ გაბაშვილის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომანტიკული განწყობილებით აღბეჭდილი ლირიკული ლექსების ციკლი: „სევდის ბაღს შეველ“, „მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა“, „ტანო-ტატანო“, „მე შენზე ფიქრმა მიმარინდა“ და სხვა.