ლიტერატურული საუბრები - ბესიკ გაბაშვილი [გადაცემა II]
ლიტერატურული საუბრები - ბესიკ გაბაშვილი [გადაცემა II]

ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ბესიკის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა, ამან იშვიათი პოპულარობა მოუპოვა პოეტს თანამედროვეთა შორის.