ლევან მარუაშვილი-105

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მთასვლელი ლევან მარუაშვილი ძირითადად გეომორფოლოგიის და პელეო-გეოგრაფიის დარგებში მოღვაწეობდა. მისი ავტორობითა და რედაქტორობითაა შექმნილი კაპიტალური მონოგრაფია “საქართველოს გეომორფოლოგია”. იგი ავტორია პირველი ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა საქართველოსა და კავკასიის ფიზიკურ გეოგრაფიაში, გამოსცა “პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი”.   1982 წელს მონაწილეობდა “საქართველოს წითელი წიგნის” შედგენაში. ხელმძღვანელობდა ალპინისტურ ასვლებს ყუროზე, არჯიყოლთაუზე, მყინვარწვერსა და სხვა მწვერვალებზე. 1932-1936წწ. მონაწილეობდა პამირის ექსპედიციებში.

სტუმარი: კობა ხარაძე – გეოგრაფი, ალპინისტი, ჟურნალისტი,  პროფესორი.

ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.