#ლეგიონი - თორნიკე შენგელია ბოლო ორ მატჩში ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) გახდა / გოგა ბითაძის ტრავმა / შოთა არველაძის „ფახთაგორის“ ოქროს დუბლი
#ლეგიონი - თორნიკე შენგელია ბოლო ორ მატჩში ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) გახდა / გოგა ბითაძის ტრავმა / შოთა არველაძის „ფახთაგორის“ ოქროს დუბლი

თორნიკე შენგელიამ გასულ კვირაში ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) გახდა. ქართველმა ფორვარდმა „ევროლიგაზე“ ოლიმპიაკოსს, 25 ქულა ჩაუგდო და 9 მოხსნა გააკეთა. ჩემპიონატში კი ტენერიფესთან 20 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა;

 

გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) პირველი მატჩი ჩაატარა. „ინდიანა პეისერსი“ „კლივლენდ კავალიერსს ესტუმრა და 99:110 დამარცხდა. ბითაძემ კი 2 ქულა და 1 პასის გაკეთება მოასწრო, შემდეგ კი მუხლის ტრავმა მიიღო;

 

შოთა არველაძის ტაშკენტის „ფახთაგორმა“ ჩემპიონატში ნაადრევი გამარჯვების შემდეგ ქვეყნის თასიც მოიგო.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: