#ლეგიონი – საქართველო – რუსეთი, ისტორიული შეხვედრის მოლოდინი / ტურის MVP შერმადინი / ლევან შენგელიას პირველი გოლი

17:10, 20.01.2020
-0:00
  • საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პრინციპულ მეტოქესთან ისტორიული მატჩისთვის ემზადება. რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.
  • თორნიკე შენგელიამ მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში სათადარიგო სკამზე არცერთი წამით არ დამჯდარა და ბასკონიას გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
  • გიორგი შერმადინმა კი ტენერიფეს შემადგენლობაში 21 ქულა, 14 მოხსნა, გააკეთა და ტურის MVP-ს ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.
  • თბილისის დინამოდან თურქეთში გადასვლის შემდეგ ლევან შენგელიამ პირველი გოლი გაიტანა. 92-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლის გასატანად მას 5 წუთი დასჭირდა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

 

 

 

  

მსგავსი