კვინტეტი ,,ურმული“ ბელგიაში მიემგზავრება
კვინტეტი ,,ურმული“ ბელგიაში მიემგზავრება

17-24 მარტს ბელგიაში კვინტეტ ,,ურმულის“ საგასტროლო ტურნე შედგება. კონცერტები 18 მარტს ბრიუსელის ერთ-ერთ ტაძარში დაიწყება. 19 მარტს ჯგუფი ბელგიურ ორკესტრთან ერთად სოლო კონცერტს გამართავს.  20, 21 და 22 მარტს კვინტეტის წევრები მუსიკალური სკოლებისა და კოლეჯების მოსწავლეებს შეხვდებიან. დაგეგმილია რამდენიმე მასტერ კლასიც.  ,,ურმულის“ ტურნე 24 მარტს ბრიუსელში სოლო კონცერტით დასრულდება.

სტუმრები: დავით ქავთარაძე, თამაზ მამალაძე, დავით რატიანი, შალვა აბრამაშვილი და  გელა ტაბაშიძე.