“კრწანისის რაიონში მცხოვრები 4 300 მდე სოციალურად დაუცველი ადამიანიდან რაიონში არსებული ოთხი უფასო სასადილოთი 3 400 ბენეფიციარი სარგებლობს, ოთხივე მათგანი ყოველდღიურად კონტროლდება და არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში მათ მაქსიმალურად სრულყოფილ სერვისს ვთავაზობთ,” – განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ, რადიო პირველი არხს ეთერში.
“ავარული სახლები კრწანისის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რაც ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს. ამის დასტურია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რაც ქალაქის ახალი ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია,” – განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ, რადიო პირველი არხს ეთერში.
სტუმარი: ლევან ჯაფარიძე – კრწანისის რაიონის გამგებელი.