ხაზის რადიო - "წერილები ფრონტიდან"
ხაზის რადიო - "წერილები ფრონტიდან"

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტი მუშობს დოკუმენტურ პროექტზე, რომლის მიზანია პირველი და მეორე მსოფლიო ომიდან გამოგზავნილი, ქართველ ჯარისკაცთა წერილების კოლექციის შექმნა, მათი სრული მონაცემთა ბაზის შექმნა, კვლევა და გამოცემის მომზადება. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს ყველას, ვის საოჯახო არქივშიც ინახება ომის პერიოდის მიმოწერა (პირადი წერილები, მისალოცებიდა. ა. შ.) და სურვილი გაქვთ, გამოქვეყნდეს ერთ წიგნად და გაერთიანდეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში, მიმართეთ ბიბლიოთეკას.

სტუმარი: მაია სიმონიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი.