ხაზის რადიო – თამარ თეთრაძე – თაობების აღმზრდელი, პიონერთა სასახლის ცენტრალური საბავშვო თეატრის ხელმძღვანელი

13:37, 25.06.2018
-0:00
დიმიტრი ხვთისიაშვილი: ,,როცა ქალბატონ თამარს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს, ჩაილაპარაკა, – წოდება რაღაში მჭირდება, მე აწი სცენაზე ვეღარ ავალ და არც აფიშა დაიბეჭდება, სადაც დააწერენ, – სახალხო არტისტი თამარ თეთრაძეო. გავეხუმრე 100 წლის მერე, როცა აღარ იქნებით, საფლავზე დაგაწერთ-მეთქი. კუკიის სასაფლაოს შესასვლელში, პანთეონში პირველი მისი საფლავია, რომელზეც აწერია: “სახალხო არტისტი თამარ თეთრაძე”.
სტუმრები: დიმიტრი ხვთისიაშვილი – მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თამარ ბუხნიკაშვილი – კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი

მსგავსი