ხაზის რადიო – Stalag VIII-A
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერა სახელგანთქმული მევიოლინის კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას ეძღვნება. მასვე ეკუთვნის იდეა, თანამედროვე ბალეტის დასს ოლივიე მესიანის ნაწარმოები „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“ პლასტიკაში გადაეტანა. დამდგმელი ქორეოგრაფია მარიამ ალექსიძე. კვარტეტის მეორე ნაწილის „ანგელოზის ვოკალიზი ჟამთა აღსასრულისა“ ქორეოგრაფია გიორგი ალექსიძეს ეკუთვნის. მონაწილეობენ: ნინო გოგუა, ნათია ბუნტური, მარიამ დარჩია, ინტიგამ მამედოვი, მარიამ ქოიავა, გვანცა გელაშვილი და თინათინ მჭედლიძე. მუსიკოსები: ლევან ცხადაძე (კლარნეტი) ალექსანდრე ხატისკაცი (ვიოლინო) სანდრო ჩიჯავაძე (ვიოლონჩელო) და ირინა ვარდელი (ფორტეპიანო)
გადაცემის სტუმრები: მარიამ ალექსიძე – გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელი
ირინა ვარდელი – პიანისტი; კონსტანტინე ვარდელის ქალიშვილი
სატელეფონო ჩართვა: მანანა კორძაია – მუსიკისმცოდნე