#ხაზის რადიო -  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა
#ხაზის რადიო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა
“საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა” ის ფილმია, რომელიც მაყურებელმა კუპიურების გარეშე უნდა ნახოს, რათა არა მარტო ინფორმაცია მიიღოს, არამედ ეპოქის სულს” ჩასწვდეს. ფილმში აღბეჭდილია,თუ როგორ აღნიშნავდნენ დამოუკიდებლობის დღესასწაულს ქართველი სოციალ-დემოკრატები, როგორ ხვდებოდნენ მეორე ინტერნაციონალის წევრებს, როგორ ზეიმობდნენ გვარდიის დღეს – 12 დეკემბერს, ასპინძის ბრძოლის 150 წლისთავს, როგორ შემოიერთა საქართველომ აჭარა, ე.ი. როგორ შევიდა ბათუმში ქართული ჯარი.
სტუმარი: ნინო  ნატროშვილი – სცენარისტი, დოკუმენტალისტი.