გადაცემაში საუბარია თუ როგორია 1918-1921 წლების ქართული პრესის ზოგადი ტენდენციები, თუ რა განწყობით ხვდება პრესა საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ რამდენად დამოუკიდებელია მაშინდელი პერიოდული პრესის სარედაქციო პოლიტიკა. აქვე მიიღებთ ინფორმაციას დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის ეთნიკურ და დარგობრივ გამოცემებზე.
გადაცემის სტუმარი: მარი წერეთელი – ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.