კანონიერი შრომითი მიგრაციის შესაძლებლობები
კანონიერი შრომითი მიგრაციის შესაძლებლობები

პირველ მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში კანონიერი შრომითი მიგრაციის სქემების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონიერი შრომითი მიგრაციის შესაძლებლობების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებში, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან. ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ბოლო წლების მანძილზე ჰქონდათ საშუალება გამგზავრებულიყვნენ უვიზოდ, თუმცა არა დასაქმების მიზნით.

სტუმარი : ელზა ჯგერენაია –  შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.