ჯემალ სეფიაშვილი - სიმღერების პრემიერა
ჯემალ სეფიაშვილი - სიმღერების პრემიერა

გადაცემის სტუმარი: ჯემალ სეფიაშვილი -კომპოზიტორი

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე  ბევრი ლექსი და მოთხრობაა დაწერილი, მაგრამ ამ დღეების ტრაგედიას ალბათ ყველაზე  კარგად გამოხატავს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”, რომელიც თავისუფლების ჰიმნად იქცა.

დღეს ჯემალ სეფიაშვილი გადაცემის “ნია ბახტაძის მუსიკალური შეხვედრები” სტუმარია.  გადაცემაში  “ტიტების” შექმნის ისტორიას და 18 წლის შემდეგ მის განახლებულ ვერსიაზე საუბრობს კომპოზიტორი, აგრეთვე გვთავაზობს  ახალი სიმღერების პრემიერას.