ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
უკვე მეოთხედ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 3-დან 23 მაისის ჩათვლით გამართავს “ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს”, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის მუსიკალური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას. წელს ფესტივალის უცხოელი სტუმრები იქნებიან: სახელგანთქმული ვოკალური ანსამბლი ბრიტანეთიდან The Swingles, ჯაზ დივა აშშ-დან დი დი ბრიჯვოტერი, ვირტუოზი ინსტრუმენტალისტების ანსამბლი ავსტრიიდან Janoska Ensemble. ფესტივალი ტრადიციულად ერთ კონცერტს უთმობს ქართული პოპულარული მუსიკის წარმოჩინებას. წელს ფესტივალის ფარგლებში გამოვა ცნობილი ქართველი ჯაზ მომღერალი – მაია ბარათაშვილი, რომელიც სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავს აღნიშნავს, ამ კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მისი ინსტრუმენტულ ჯგუფი და თბილისის ბიგ-ბენდი.
სტუმრები: თეონა კახიძე – ფესტივალის მენეჯერი, მაია ბარათაშვილი – მომღერალი.