ისტორიული ჰერეთის ქართველები

დღეისათვის, კახის რაიონში 7000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა აღმსარებლობით, მართლმადიდებელია. აქ, შვიდი ქართული სკოლა არსებობს. ეს ხალხი არ ჰკარგავს, იმ იდენტობას, სილამაზეს, რაც ჩვენს კულტურას გააჩნია. ლეგენდებს, ადათ-წესებს, ხელოვნებას, მუსიკას, პოეზიას რაც შეეხება – ეს სფერო იქაური ბუნებასავით მრავალფეროვანია, იქაური მთებივით ჭრელ-ჭრელი. ქართული სამზარეულო – უფრო მეტი აღმოსავლური აქცენტებით…როგორია მისი დღევანდელობა, როგორ ცხოვრობენ იქ ჩვენი თანამემამულეები.

ამის შესახებ გვესაუბრება საინგილოში მცხოვრები ქართველი პოეტი ზურაბ პაპიაშვილი. იგი ისტორიულ ჰერეთში დაიბადა და გაიზარდა. ყველაფერი ქართული იქ შეითვისა, მისი შემოქმედებაც სამშობლოს სიყვარულიდან იწყება.

გადაცემის სტუმარი – ზურაბ პაპიაშვილი, საინგილოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, პოეტი.

წამყვანი: ია მახარაძე.