ისტორიის პოპ გაკვეთილები - სამი ახალი ეგზოტიკურ-ეთნიკური ტრეკი / 1965წელი - სიმშვიდე, გრიგალის მოლოდინში
ისტორიის პოპ გაკვეთილები - სამი ახალი ეგზოტიკურ-ეთნიკური ტრეკი / 1965წელი - სიმშვიდე, გრიგალის მოლოდინში

1. სვინგინგ კინშასა, ახალი კონგოლეზური ტალღა, dj maefox-ის რემიქსი kokoko!-ს „ტრეკზე“ tongos’a.

2. ახალი არაბული მუსიკალური იდენტობა. ტუნისელი ელექტრონავტის ammar808-ს კოლაბორაცია მაროკოული გნავას შემსრულებელ მეჰდი ნასულისთან. „ტრეკი“ Layli.

3. სამბას დედოფლად აღიარებული 81 წლის ლეგენდარული ელზა სოარესის ექსპერიმენტალურ-ლიბერალური შტურმი ბრაზილიური კონსერვატული ისტებლიშმენტის წინააღმდეგ „ტრეკით“ um olho aberto.

1965წელი – სიმშვიდე, გრიგალის მოლოდინში

7. უმანკოების ეპოქის დასასრული, სიმღერა bye bye baby, რომელიც შექმნა და შეასრულა ჩემის აზრით ყველა დროის საუკეთესო ბოი-ბენდმა the four season.

6. ანგლო-ამერიკული პოპ სტანდარტის იტალიური საესტრადო წყარო, სიმღერა io che non vivo(senza te), ავტორი და შემსრულებელი პინო დონაჯო.

5. 60-იანების არ-ნ-ბი ს მთავარ ციტადელში, დეტროიტულ ლეიბლმოტაუნ“-ში შექმნილი მორიგი ჰიტი: I cant help myself, ვოკალურ კვარტეტ four top-ს შესრულებით.

4. პაციფისტური სიმღერის ეტალონი, ფილ ოქსი-ს მინიმალისტური აკუსტიკური ფოლკ ბალადა I aint marching anymore.

3. „ბრიტანული შეჭრის“ ამერიკული ფოლკ-როკ პასუხი, the byrds. მათი ქავერი, პიტ სიგერის ბიბლიურ ტექსტზე შექმნილ სიმღერაზე turn!turn!turn! გახდა N1 ამერიკულ ჩარტებში

2. სიმღერა, რომელიც იყო ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ვიეტნამში მებრძოლ ამერიკელ ჯარისკაცებში. „ჩვენ უნდა დავახვიოთ ამ ადგილიდან“- we gotta get out of this place. ბრიტანულ ბენდის animals-ის შესრულებით.

1. 1965-ში, ბობ დილანმა, ფოლკიდან გადმოინაცვლა როკში და თან მოიტანა პოეზია და სიტყვის ძალა. რის შემდეგაც უკვე ნათელი გახდა, რომ როკ-ენ-როლი მოკლე შარვლიდან ამოიზარდა. მაშ ასე, დღის გამარჯვებული ტრეკი ballad of a thin man.