ისტორიის პოპ გაკვეთილები - 2019 წელი - აპრილის სააღდგომო ფლეილისტი
ისტორიის პოპ გაკვეთილები - 2019 წელი - აპრილის სააღდგომო ფლეილისტი

კარლი რეი იესპენ, ქანთრი გოგონა დისკოტეკაზე, ტრეკით julien.

უზადო ინდი მოკრძალება ჰოლანდიელი დებიუტანტისგან Pip Bloom ტრეკით ruby.

ახალი ლათინო გლემ არ-ნ-ბი მეხიკოდან, Girl Ultra და მისი  ella tu y yo.

ჭირვეული ქალიშვილის დაბრუნება, შეუდარებელი FKA Twiggs ტრეკით cellophan.

ტომ უეთსის პროტეჟე, მრავალსახოვანი ჯესკა ჰუპ საავტორო სიმღერით shoulder charge.

ფსიქოდელიით  შენიღბული ინდი როკი ბენდისგან, Wanda, კომპოზიცია xoxo.

შეხმატკბილებული ცოლქმრული დუეტი Jonnyswim, და მათი „სუვენირი“(souvenir).

ნიუ ორლეანური საკარნავალო სტიქია ბენდისგან Tank&the Bangas ტრეკში nice things.

ფენომენალური საგიტარო დუეტი Rodrigo Y Gabriela, კომპოზიციით electric soul.

არასტანდარტული „გულითადი“ ჰიპ-ჰოპი baby love, უპერსპექტიულესი კევინ აბსტრაქტი-სგან.

ისტორიები ბანალურ ადამიანებზე, კრეიგ ფინის ბოლო ალბომი და ტრეკი magic marker.

blood – ალბომი სენსაცია დებიუტანტისგან სახელად კელსი ლუ, და დამაგვირგვინებელი ტრეკი – blood.

  

დატოვე კომენტარი