ინდუსტრიულ და სამომხმარებლო არასასურსათო პროდუქტებზე ზედამხედველობა
ინდუსტრიულ და სამომხმარებლო არასასურსათო პროდუქტებზე ზედამხედველობა

საქართველოში დაიწყო ევროკავშირის დაძმობილების პროექტი – „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“.
სტუმარი:რატი ობოლაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე.

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები საქართველოში პერიოდულ ინსპექტირებას ექვემდებარება. შემოწმების შედეგების შემდეგ სააგენტო რეკომენდაციებს გასცემს და საჭიროების შემთხვევაში სანქციებსაც აწესებს; უახლოეს მომავალში ჩვენი საზედამხედველო არეალი გაფართოვდება და სააგენტო საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოებასაც გააკონტროლებს, – განაცხადა რატი ობოლაძემ.