იგს BOX-ი მოზარდებისათვის
იგს BOX-ი მოზარდებისათვის

FM ბლოგერში მარიამ ყანდინაშვილი გიამბობთ სერიულ მკვლელებზე და იმაზე, როგორ იქცევიან ისინი ტურისტული თუ კინოინდუსტრიის პროდუქტად,
„სანიშნეში“ ქრისტინე სამხარაძე მოგიყვებათ ერთ ცნობილ, მდიდარ, გავლენიან ოჯახზე, რომლის შესახებაც, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორია კიდევ ბევრ, არანაკლებ ძლევამოსილ და მდიდარ დინასტიას იცნობს, დღემდე ლეგენდები დადის და გაიგებთ, რატომ იქცა ის შეთქმულების თეორიების მიმდევრებისათვის საყვარელ სამიზნედ,
„ხმოვან შეტყობინებაში“ მოისმენთ არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორი კონსტიტუცია უზრუნველჰყოფს ბავშვებისათვის საუკეთესო გარემოს,
ჰიტ პოინტის წამყვანი, მარიამ მდივნიშვილი განაგრძობს ციკლს ოცდაშვიდინელთა კლუბის ყველაზე სახელგანთქმული მუსიკოსების შესახებ და ამჯერად ემი ვაინჰაუსზე გიამბობთ. ასევე მოგიყვებათ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუსიკოსზე, რომლის შემოქმედებაც რამდენიმე ათწლეულია აქტუალობას არ კარგავს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 70 წელს გადააბიჯა, პოპულარობითა და წარმატებით კი არცერთ ოცდაშვიდიანელს არ ჩამოუვარდება, თავს შესანიშნავად გრძნობს, თან აქტიურ კარიერასაც განაგრძობს.
გადაცემის წამყვანი – ქრისტინე ჩხიკვაძე