იგს BOX-ი მოზარდებისათვის 6 მაისი

23:00, 06.05.2018
-0:00

გადაცემის წამყვანთან, მარიამ კუპატაძესთნ ერთად გუნდის მიერ თანატოლებისთვის მომზადებული საინტერესო და მრავალფეროვანი თემები
“სანიშნეში” – ნინი ბიჩინაშვილი გიამბობთ მეცნიერზე, რომელსაც 21 წლის ასაკში ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს, 2-3 წელიწადში სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის 2/3 ინვალიდის ეტლში გაატარა, წარმოუდგენლად აქტიური ცხოვრებით იცხოვრა
“სპორტფაილს” – ზურა კიკნაძე წარმოგიდგენთ და მოგიყვებათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობის ისტორიას, რომელიც ინგლისის ერთი პატარა ქალაქის სახელს ატარებს
„ინტერნეტის ჭიას“ – შოუ – ბიზნესისა და კინოინდუსტრიის სიახლეებით ქრისტინე სამხარაძე წარმოგიდგენთ.
Flashback-ით – მათე გულუასთან ერთად თვალს გადაავლებთ მოვლენას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში მნიშვლელოვანი როლი შეასრულა
“ჰიტ პოინტი”- ს წამყვანი, მარიამ მდივნიშვილი გიამბობთ მუსიკოსებზე, რომლებიც მუსიკალური სამყაროსთვის „კლუბ 27 “-ის სახელით ცნობილ დაჯგუფებაში შედიან.

 

მსგავსი