იგს BOX-ი მოზარდებისათვის
იგს BOX-ი მოზარდებისათვის

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს
ეძღვნება:
“სპორტფაილში” ზურა კიკნაძე მოგიყვებათ საქართველოში სპორტული ასპარეზობებისა და ტანმოვარჯიშეთა საზოგადოება “შევარდენის” შექმნის ისტორიას;
Flashback-ში საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ციკლის მესამე ეპიზოდში მათე გულუა ​ გიამბობთ როგორ განვითარდა მოვლენები დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ;
“ხმოვან შეტყობინებაში” პროექტის ავტორი მაია მაცხონაშვილი მოგითხრობთ როგორ იცვლებოდა ბოლო 100 წლის მანძილზე საქართელოს სახელმწიფო ჰიმნი და დამოკიდებულება მის მიმართ;
ჰიტ პოინტში მარიამ მდივნიშვილი ქართული ეროვნული მოძრაობის სიმბოლოდ ქცეული ცნობილი სიმღერის ნაკლებას ცნობილ ვერსიას მოგასმენინებთ.
გადაცემის წამყვანი, ქრისტინე სამხარაძე