იგს BOX-ი მოზარდებისათვის 10 ივნისს
იგს BOX-ი მოზარდებისათვის 10 ივნისს

FM ბლოგერში ნინა ჭავჭანიძე შეეცდება იპოვოს კავშირი განათლების სისტემის ხარვეზებსა და თავისუფალი დროის დეფიცტს შორის. ასევე ახსნას, რატომ ფიქრობს, რომ დროის სიმცირეს პრობლემების გარდა სარგებლობის მოტანაც შეუძლია
Flashback-ით მათე გულუა მოგიყვებათ ადამიანზე და მოვლენებზე, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, ქვეყანას, სადაც ვცხოვრობთ, უბრალოდ საქართველო ეწოდება და არა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
ინტერნეტის ჭიაში ნინი ბიჩინაშვილი კინოინდუსტრიის საინტერესო სიხლეების შესახებ მოგიყვებათ.
„სანიშნეში“ ნინი დავითიძე გიამბობთ პროდუქტზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში სიამოვნებით მიირთმევენ, განსაკუთრებით სასურველი ზაფხულის ცხელ დღეებში ხდება ხოლმე.
ჰიტ პოინტის წამყვანი, მარიამ მდივნიშვილი განაგრძობს ციკლს 27 Club-ის წევრების შესახებ და “ოცდაშვიდიანელთა წყევლის” კიდევ ერთ მსხვერპლზე გიამბობთ.

წამყვანი: ქრისტინე სამხარაძე