ღირსებისა და ბრწყინვალე ვარსკვლავის ორდენოსანი ქალი ნუნუ ტატიშვილი
ღირსებისა და ბრწყინვალე ვარსკვლავის ორდენოსანი ქალი ნუნუ ტატიშვილი

“ჩვენი ქალაქის პატარა ამბები” ნუნუ ტატიშვილს მასპინძლობს – რევმატოლოგი, ღირსებისა და ბრწყინვალე ვარსკვლავის ორდენოსანი ქალი, ძველი ყაიდის ექიმი ისეთ ამბებს გვიყვება, ყველას რომ დააინტერესებს: გამზრდელ დედა-მამიდაზე, თუ ქართველზე ოსებში, პაპაზე, რომელსაც ვაჟა-ფშაველამ ლექსიც კი უძღვნა, ვახუშტი კოტეტიშვილზე, თუ მერაბ ბერძენიშვილის ცხენზე, ტატიშვილების სამედიცინო კლანზე, თუ უსაყვარლეს მეუღლეზე და ირლანდიელ, მამლუქ შვილიშვილებზე.