ღია სტუდია – ზესტაფონის რაიონის განვითარების პრიორიტეტები
“მოსახლლეობა და მასთან აქტიური ურთიერთობა ჩემი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ყველა სოფელში თავად დავდივარ და ადგილზე ვეცნობი აქ მცხოვრებთა პრობლემებს”
“გაზაფხულისთვის ზესტაფონს ულამაზესი მოედანი ექნება. შადრევნებთან და ქვაფენილებთან ერთად მოედანზე მწვანე საფარი მოეწყობა. კომპანია, რომელმაც სამუშაოები უნდა განახორციელოს, უკვე გამოვლენილია. პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.”
“შორაპანში ტურისტული ცენტრის მშენებლობა იგეგმება, სადაც ზესტაფონში ჩასულები რაიონის ღირშესანიშნაობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. მერია სამწვერა ჩანჩქერთან ინფრასრუქტურის მოწყობასაც გეგმავს”
“ზესტაფონის მერიის ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარი ლარია გათვალისწინებული სოციალური პროექტებისთვის და მოსახლეობის ერთჯერადი სოციალური დახმარებებისთვის”- განაცხადა კახაბერ მახათაძემ
სტუმარი: კახაბერ მახათაძე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი