ღია სტუდია - უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე I 09.10.2025
ღია სტუდია - უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე I 09.10.2025

სამშაბათს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომლითაც მარტივდება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის უფლებით 61 ქვეყანა სარგებლობს – მათ შორის, საქართველო.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეეზღუდებათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა. მისი თქმით, შესაძლოა, გაფართოვდეს მათი რაოდენობა, ვისაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების მსგავსად, ევროპაში სამოგზაუროდ ვიზა დასჭირდება.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის უფლების შეზღუდვა არ ემუქრებათ.

„მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რა იქნება 2026 წელს – ვერავინ იტყვის“, – განაცხადა ნიკა ვაშაკიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: