ზუსტად ოთხი წელი სრულდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ოთხი წელია, რაც ომი გრძელდება. რუსეთი ამ ომს დღემდე სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს, რომლის მიზანიც, პუტინის განცხადებით, იყო უკრაინის დემილიტარიზაცა და დენაციფიკაცია.
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთმა არა მხოლოდ თავის მიზნებს ვერ მიაღწია, არამედ ყველა მონაცემით, ის ომს წააგებს.
„21 საუკუნეში კონცენციური ომების რაოდენობა იკლებს და მიმდინარეობს ომი ადამიანების გონებისთვის. შესაბამისად, ახლა სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში, რუსეთი ეცდება უკრაინის შიდა პოლიტიკის არევას და არჩევნების გზით, ქვეყნის სათავეში მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალის მოყვანას“ – ამბობს გოცირიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
